ლილოს ბაზრობა ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა.
ძირითადად სწორედ ამ ტერიტორიაზე არიან დასაქმებულები გარდაბნიდან, სადაც ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ამიტომ ბაზრობაზე შერჩევითი ტესტირება დაიწყება. დღევანდელი 12 ახალი ფაქტიდან ორი ისევ გაჩიანს უკავშირდება. კიდევ სამით გაიზარდა დაუდგენელი წყაროების რაოდენობა, რაც დაავადების შიდა გავრცელების რისკებს მკვეთრად ზრდის. გარდაბანში ინფიცირებულთა დროული გამოვლენის და კლასტერების შემცირების მიზნით სავალდებულო ტესტირება მესამე დღეა გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ სამ სოფელში საკარანტინო ზომები დაწესდეს.