კორონავირუსმა 68 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა ბოლო 24 საათში. ლეტალობის მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს უახლოვდება. გამოვლინდა 2 164 ახალი შემთხვევა. ამ ფონზე, პირბადის ტარების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დასული. სავალდებულო რეგულაციას არ იცავს მოსახლეობის უმეტესობა. „ომიკრონის“ პირველი, ორი შემთხვევის დადასტურებიდან ორ დღეში, ვირუსის ეს შტამი დაახლოებით 30 ადამიანს გამოუვლინდა, რაც მის მაქსიმალურად სწრაფ გავრცელებაზე მიუთითებს.