ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხის ფონზე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მოქალაქეებს აცრისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ თუ მოსახლეობა ზამთარს მომზადებული არ შეხვდება, შესაძლოა, სიტუაცია მკვეთრად გართულდეს. გადატვირთვის საშიშროების წინაშეა ჰოსპიტალური სექტორი.