ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა და დაინფიცირდა 3 123 მოქალაქე. მაღალი მაჩვენებლები სტაბილურად ნარჩუნდება. „ომიკრონის“ შტამი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა მისი გავრცელება, სპეციალისტების თქმით, ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.