ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რაც ეპიდსიტუაციას გააუმჯობესებს და ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს შეამცირებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ვირუსის ახალმა შტამმა ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს. სამხრეთ აფრიკული ვარიანტი უკვე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. „ომიკრონის“ შესახებ მეცნიერებს ჯერ ისევ მწირი ინფორმაცია აქვთ, თუმცა წინასწარი დაკვირვებით ცნობილია, რომ ის კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის „დელტა“ ვარიანტი. არსებული ვაქცინები კი, დიდი ალბათობით, მის წინააღმდეგ ეფექტურია.