ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ყურადღება ახლა კიდევ ერთი საფრთხისკენ არის მიმართული – კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი უკვე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. „ომიკრონის“ შესახებ მეცნიერებს ჯერ ისევ მწირი ინფორმაცია აქვთ, თუმცა წინასწარი დაკვირვებით ცნობილია, რომ ის კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის „დელტა“ ვარიანტი. სპეციალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა და ინფიცირებულის სწრაფად დამძიმებას არ იწვევს, არსებული ვაქცინები კი, დიდი ალბათობით, მის წინააღმდეგ ეფექტურია. კლინიცისტები ფიქრობენ, რომ ახალი შტამი საქართველოშიც მალე გამოჩნდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ საფრთხეს ვაქცინირებული დახვდეს.