ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა. უკვე კვირაზე მეტია, დღიურად ლეტალობის შემთხვევები 70-ს აღემატება. სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო მასშტაბით ლიდერ პოზიციაზეა. მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი დაუდასტურდა 4 563 პირს. მოქალაქეთა ნაწილი არ ემორჩილება რეგულაციებს. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ მინიმუმამდეა დასული, არ ხდება მკაცრი კონტროლი. დაბალია ვაქცინაციის ტემპიც.