კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა.
ეპიდემიოლოგების ნაწილი შარშანდელ ნოემბერ-დეკემბერზე ბევრად მძიმე სურათს პროგნოზირებენ. ინფიცირებულთა მონაცემები დღითიდღე მატულობს. აცრის მსურველთა რაოდენობა კი კვლავ მინიმალურია, მინიმალურია პირბადის ტარების მაჩვენებელიც. სპეციალისტები გამოსავალს მხოლოდ რეკომენდაციების დაცვასა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვაში ხედავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რესპირატორული ვირუსების სეზონის გააქტიურებასთან ერთად ამბობენ, რომ ქვეყანა მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება.