გამკაცრდება თუ არა ქვეყანაში რეგულაციები გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. ბოლო 24 საათში 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 37 პაციენტი. სამწუხაროდ, მაჩვენებლები ყოველდღიურად იზრდება. მარტო თბილისში 70 ბაღი უკვე დაიკეტა. შვიდ სკოლას სრულად და 90 ცალკეულ კლასში საგამანათლებლო პროცესი შეჩერდა.