ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა 1 164 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. თბილისში ვირუსი 383 ადამიანს დაუდასტურდა, იმერეთში 229 შემთხვევა აღირიცხა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 125, კახეთში – 168, დანარჩენი მონაცემები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. ამ ეტაპზე ინფიცირებულია 19 000-მდე ადამიანი, მძიმეა 983 პაციენტის მდგომარეობა.