საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი. რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, მან 4,1% შეადგინა. ეს არის ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარებული 42 657 ტესტის შედეგები. ამასთან, დღესვე განახლდა კოვიდპანდემიის გამო შეჩერებული გეგმური ოპერაციები. რაზე საუბრობენ სპეციალისტები, – თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის.