ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა საქართველომ „წითელი ჯვრის“ ეროვნული საზოგადოებისგან საჩუქრად მიიღო. დღეისათვის ქვეყანაში აცრა ოთხი სხვადასხვა მწარმოებლის პრეპარატით არის შესაძლებელი. არჩევანი დიდია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, აგვისტოს თვესთან შედარებით, იმუნიზაციის ტემპი შემცირებულია. ახალი სასწავლო წლის მოახლოებისა და სატრანსპორტო რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები საქართველოში