საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა, 2236 კი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კვლავ მაღალია დღიური დადებითი მაჩვენებელი და 9 %-ს აჭარბებს. გამკაცრდება თუ არა ქვეყანაში რეგულაციები – საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იწყება.
რას ფიქრობენ არსებულ ვითარებაზე სპეციალისტები, – მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს.