ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

გარდაბანი მაღალი რისკის ზონად ცხადდება.

რაიონი არ ჩაიკეტა, თუმცა გამკაცრდება რეგულაციები. სწორედ გარდაბნის სამ სოფელს უკავშირდება ბოლო დღეებში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის 24 შემთხვევა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე კლასტერია ჩამოყალიბებული, რის გამოც დილიდან გარდაბანში ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი გაფართოებულ ტესტირებას ატარებს. ზომები მკაცრდება ბაზრებში და ბაზრობებზეც. კორონავირუსი გუშინ გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ, რომლებიც ბაზრობებზე მუშაობდნენ. ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში დაუდგენელი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.