საქართველოში ეპიდ-ვითარება დღითიდღე რთულდება.
აქტიურად ცირკულირებს „დელტა“ შტამი, რომელიც ინფიცირებულთა 50 %-ს შეადგენს. ჯანდაცვის სექტორი დამატებითი საწოლ-ფონდების და კოვიდ-სასტუმროების მობილიზებას გეგმავს. გასულ დღეღამეში ვირუსმა კიდევ 26 პაციენტის სიცოცხლე შეიწირა. გამოვლინდა 1 264 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 665 მოქალაქე. ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6,52 %. რთულია ვითარება რეგულაციების დაცვის კუთხითაც – პირბადე მოქალაქეების დიდ ნაწილს უკვე არც დახურულ სივრცეში უკეთია. ამის პარალელურად ვაქცინაცია გრძელდება.