საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება. სპეციალისტები ამის მთავარ მიზეზად კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელებას ასახელებენ. ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მოიმატა კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა და 4, 64% შეადგინა. ამასთან, ისევ მძიმეა სამი კოვიდინფიცირებული ახალშობილის მდგომარეობა.