ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა საქართველოში. კორონავირუსის 1407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გასულ დღე-ღამეში. დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 6%-ია. ასეთი მონაცემი ე.წ. მეორე ტალღის პიკის დროს ფიქსირდებოდა, რა დროსაც, რეგულაციები მაქსიმალურად იყო ამოქმედებული. მსოფლიო მასშტაბით, ინფიცირებულთა მსგავსი, მაღალი დღიური მაჩვენებელი ერთეულ ქვეყნებშია. გარდაიცვალა 10 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 591.

მოამბე