ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი. სულ ჩატარდა 22 073 ტესტი, შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,65 პროცენტია. ამ ეტაპზე, ინფიცირების 8 572 აქტიური შემთხვევაა, მათგან  2 576 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 596 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 161 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ამ დროისათვის ქვეყანაში სულ აცრილია 254 ათასამდე ადამიანი.

მოამბე