ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, მან 2,15 პროცენტი შეადგინა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი. ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, სპეციალისტები რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მოამბე