ბოლო დღეების ტენდენცია აჩვენებს, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს.
დღევანდელი 11 ახალი შემთხვევიდან ნაწილი ისევ სატვირთო მანქანის მძღოლია. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გარდაბნის რაიონის რამდენიმე სოფელია, სადაც ხვალიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება იწყება. არ არის გამორიცხული, რომ რაიონის ჩაკეტვა გახდეს საჭირო. კლასტერი, რომელიც გარდაბანში გაჩნდა, უკვე 20 ადამიანს მოიცავს. ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტებიდან სამ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.