ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი. ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2,95 პროცენტი შეადგინა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 191 ტესტი. პარალელურად, ქვეყანაში აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ დროისთვის  ქვეყანაში აცრილია 155 538 ადამიანი.

სპეციალისტები კვლავ ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეგულაციებს დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მოამბე