უპრეცედენტოდ მაღალია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი – 8,05 პროცენტი. ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა. „კოვიდ-19“-მა იმსხვერპლა 20 პაციენტი. ჩატარდა 9 790 ტესტი საიდანაც ვირუსი დაუდასტურდა 788 მოქალაქეს. 1 206 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიოლოგების გათვლებით, საქართველოში პანდემიის „მესამე ტალღის“ პიკია. კლინიკების უმეტესობაში თავისუფალი საწოლები უკვე აღარ არის. ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს უფრო სწრაფად გადამდები ბრიტანული შტამი. სპეციალისტები მოსახლეობას მობილობის მინიმუმამდე შემცირებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
მოამბე