ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ გართულებულია. 5,76 % -ია კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი, რაც მეორე ტალღის პიკურ მონაცემს უახლოვდება.

გასულ დღე-ღამეში დადასტურდა 1 578 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 27 373 ტესტი. გამოჯანმრთელდა 909 პირი.  სამწუხაროდ, გარდაიცვალა 17 პაციენტი. მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვას სთხოვენ სპეციალისტები და ახალი შტამების საშიშროებაზე მიუთითებენ.

მოამბე