ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი. ბოლო სამი თვის მანძილზე, ქვეყანაში ახალი შემთხვევების მსგავსი რაოდენობა არ დაფიქსირებულა. 24 592 ტესტიდან, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 897 მოქალაქეს.

გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად რთულდება, საზოგადოების ნაწილი კი, კოვიდრეგულაციებს ისევ არ ემორჩილება. დღიური მაჩვენებლის გარდა, მატულობს გარდაცვლილთა რაოდენობაც. დღეს ასევე პირველად, ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელმა 3,65% შეადგინა.

მოამბე