საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 13 პაციენტი. ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა, 2,15 % შეადგინა. აღნიშნული სტატისტიკა ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 646 ტესტის ფონზე დაფიქსირდა. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, თბილისში გამოვლინდა 281, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, აჭარაში – 45.
მოამბე