ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. გასულ დღე-ღამეში სულ 11 923 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.2 პროცენტია, რაც წინა დღეებთან შედარებით ოდნავ მაღალია. ახალი შემთხვევებიდან დედაქალაქში ვირუსი 152 ადამიანს დაუდასტურდა, მას მოჰყვება აჭარა და იმერეთი. ამ ეტაპზე ინფიცირების 3 781 აქტიური შემთხვევაა, 287 პირის მდგომარეობა მძიმეა.

მოამბე