ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში სტაბილურია, ახლა მთავარი ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა. ვირუსთან ბრძოლის მთავარ საშუალებად კვლავ იმუნიზაცია რჩება. ქვეყანა ჯერ ისევ ვაქცინის მოლოდინშია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს პირველ არხთან ამბობს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მწარმოებელთან ერთდროულად მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირაში ვაქცინის საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი გახდეს ცნობილი. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად, ფაქტობრივად ვაქცინის მსოფლიო ომშია ჩართული.
მარიამ სეთურიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.
მოამბე