ცხრა პაციენტი ემსხვერპლა კორონავირუსს ბოლო 24 საათის განმავლობაში. გამოვლინდა ვირუსის 357 ახალი შემთხვევა. ინფიცირების ფაქტების უმრავლესობა, 150 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, 19 – აჭარაში, 49 – იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად, ვირუსზე დადებითი არცერთი ტესტი არ აღმოჩნდა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, სულ 4086 ინფიცირებულია, ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება 105 პაციენტს. იზოლაციაში 11 979 მოქალაქე, კარანტინში კი 212 პირი რჩება.
მოამბე