საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება. დღეს ვირუსი 546 ადამიანს დაუდასტურდა, განიკურნა 1 456 პირი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ 11 248 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათ შორის როგორც „პისიარ“, ასევე ანტიგენტის ტესტით. დაფიქსირდა გარდაცვალების 17 შემთხვევა. თბილისში ვირუსი 285 ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში – 30, იმერეთში – 80. ამ ეტაპზე ინფიცირების 8 352 აქტიური შემთხვევაა, 697 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 195 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე,ქვეყანაში „კოვიდ 19“ 253 518 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 055 პაციენტი.
მოამბე