ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

როდიდან დაიწყება ვაქცინაცია ქვეყანაში და რომელი ჯგუფები აიცრებიან თავდაპირველად, – შესაბამისი დოკუმენტი თითქმის მზად არის. ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, – ბოლო 24 საათში, 10 ათასამდე ტესტი ჩატარდა, საიდანაც 780 ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა. შემცირებულია გარდაცვალების მაჩვენებელი, გასული დღე-ღამის მანძილზე, კოვიდ ინფექციას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და ინფიცირებულთა ბოლო სტატისტიკა ქვეყანაში, – თემაზე საუბარს მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს.