„კოვიდ-19-ის“ ახალი შემთხვევებიდან 97 იმერეთში გამოვლინდა. ეს რეგიონისთვის ბოლო თვეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მუნიციპალიტეტში ახალი კლასტერები გაჩნდა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებასთან. ტყიბულში, სამგლოვიარო რიტუალზე მყოფი თითქმის ყველა პირი დაინფიცირდა. სპეციალისტები კლინიკების მობილიზებას იწყებენ. ბოლო თვეების განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც. გასულ დღე-ღამეში აღრიცხეს „კოვიდ-19“-ის 161 შემთხვევა. მარტო სენაკში დაფიქსირდა 60 ახალი შემთხვევა. ვირუსი დადასტურდა სასწავლო დაწესებულებებში, რის გამოც, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამ საბავშვო ბაღში.
მოამბე