საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღა დაიწყო.
„ომიკრონის“ აქტიური ცირკულირების, ყველანაირი შეზღუდვის მოხსნის, რეგულაციების დარღვევის და საახალწლო დღეებში მობილობის გაზრდის შედეგი სახეზეა – ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 12%-ს უახლოვდება, რაც დეკემბრის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება. დღიური შემთხვევების 10% სამხრეთ აფრიკულ შტამზე მოდის. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, იანვრის მეორე ნახევარში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა პიკს მიაღწევს, მოსალოდნელია პანდემიის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლების გამოვლენა. სადღესასწაულო დღეების შემდეგ ქვეყანაში ეპიდ-ვითარება საგრძნობლად არის გაუარესებული. რიგებია ტესტების ცენტრებთან. მძიმე მონაცემების ფონზე ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ს აღწევს.