საქართველოში ხუთი ახალი ინფიცირებული და 14 გამოჯანმრთელებული გვყავს ბოლო 24 საათში. რეგიონებს, რომლებიც მწვანე ზონებად ითვლება, კიდევ ერთი დაემატა. აჭარაში 23 დღეა ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება და განიკურნა ბოლო ორი კოვიდინფიცრებულიც. ქვეყნის მასშტაბით, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება მხოლოდ შიდა ქართლშია. ამ დრომდე ჩაკეტილად რჩება თეთრიწყარო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი.