საქართველოში კორონავირუსის 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 294 პაციენტი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 29 პაციენტი. მონაცემები დღითიდღე მცირდება. თუმცა, სპეციალისტების მოწოდებები უცვლელია – იმისათვის, რომ შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს, აუცილებელია რეგულაციების დაცვა და აცრა.