72 პაციენტი გარდაიცვალა და 3 731 მოქალაქე დაინფიცირდა კორონავირუსით გასულ 24 საათში. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების გამო, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციასა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანა მზად იყოს მართოს ეპიდვითარება.