გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა, რაც 10 ათასამდე ტესტის შედეგია. დადასტურებული ფაქტების უმეტესობა ისევ თბილისშია, შემდეგია – იმერეთი, სამგერელო-ზემო სვანეთი და შიდა ქართლი, 58 ახალი ფაქტი აღრიცხეს კახეთში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ-19-ის დიაგნოზით 12 ათასამდე მოქალაქე მკურნალობს, მათგან 789 პირი მძიმე მდგომარეობაშია. 231 პაციენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. დღეს გამოვლენილ, ინფიცირების შედარებით დაბალ მაჩვენებელს, სპეციალისტები ჩატარებული ტესტების ნაკლებ რაოდენობას უკავშირებენ. მათივე განმარტებით, სწორედ ამ მონაცემებზეა დამოკიდებული როდიდან შემსუბუქდება ქვეყანაში შეზღუდვები.