საქართველოში სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის განკუთვნილი ვაქცინის პირველი ნაკადი თებერვლის ბოლოს შემოვა. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაიწყო სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა სიების გაგზავნა. ვაქცინასთან ერთად, ეპიდემიოლოგები იმედს ამყარებენ პირდაპირი მოქმედების ვირუსულ პრეპარატზე, რომელსაც ჯერ ისევ იკვლევენ. დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ჩამოვიდა. 18 000-ზე მეტი ტესტიდან, „კოვიდ-19“ 742 შემთხვევაში დადასტურდა. სწორედ 4%-ზე დაბალი მაჩვენებლის დაფიქსირებასა და მის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც პირველი თებერვლიდან მაინც ძალაში რჩება.