კორონავირუსის 449 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა მსოფლიოში ბოლო 24 საათში. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 172 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 3,72 მილიონს აღემატება. შემთხვევების დღიური მაჩვენებლით, პირველ ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სადაც 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა, მეორეზე – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, 140 ათასზე მეტი შემთხვევით, მესამეზე კი, ევროპა – 47 ათასზე მეტი შემთხვევით. ქვეყნების მიხედვით, შემთხვევების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე კვლავ ინდოეთია, მეორეზე – ბრაზილია, მესამეზე კი, ამერიკის შეერთებული შტატები.
მოამბე