პერუში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი გაორმაგდა და 180 000-ს აღემატება. ლეტალობის მაჩვენებლის მხრივ ქვეყანა პირველ ადგილზეა. რთული მდგომარეობაა ბრაზილიაში, 16 მილიონ-ნახევარი ინფიცირებულითა და 460 000-ზე მეტი გარდაცვლილით. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ინდოეთში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 330 ათასს, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 28 მილიონს აჭარბებს.
მოამბე