ბოლო 24 საათში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის 516 ათასზე მეტი შემთხვევა აღრიცხა. გარდაიცვალა 11 682 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, პირველ ადგილს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, მეორეს – ინდოეთი. ინდოეთში უკვე ორი კვირაა ინფიცირების მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება. ქვეყანაში ბოლო 46 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. „ბლუმბერგის“ ცნობით, გლობალური მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიარდ 840 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია.
მოამბე