ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 393 მილიონ 322 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 5 მილიონზე მეტი ადამიანი. მოცემულ ეტაპზე, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორეზე – ინდოეთი, ხოლო მესამეზე – ბრაზილია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 763 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა არის ადმინისტრირებული.