ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყებიდან, ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 373 მილიონს გადააჭარბა. სტატისტიკის თანახმად, „კოვიდ-19“-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 294 მილიონს აჭარბებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ყველაზე მეტი – 75 მილიონი ადამიანი შეერთებულ შტატებში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი, – 41 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.