ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 662 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს 11,3 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 129,9 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,83 მილიონს მიაღწია.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ვირუსის შემთხვევების 37% – 251 ათასზე მეტი, ევროპაზე მოდის. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა – 241 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, 101 ათასზე მეტი შემთხვევით.

იცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსი 30 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მეორე ადგილზეა ბრაზილია და ინდოეთი – 12 მილიონზე მეტი შემთხვევით და მეოთხეა საფრანგეთი – ოთხ მილიონზე მეტი ინფიცირებულით.

მოამბე