გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ორი მილიონ 3 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მატულობს „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დაიწყეს სამხედრო ძალების გაგზავნა საავადმყოფოებში, რომლებიც გადატვირთულია და სამედიცინო პერსონალის დეფიციტია. ავსტრალიის ხელისუფლების ინფორმაციით, „ომიკრონ“ შტამის გავრცელებამ, შესაძლოა, იანვრის ბოლოს პიკს მიაღწიოს. იაპონიის ხელისუფლება კი, ქვეყნის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შეამციროს.