ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 300 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 5, 4 მილიონი ადამიანი. მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული აღრიცხულია აშშ-ში, ვირუსი 58 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი – 35 მილიონი ინფიცირებულით, მესამე – ბრაზილია, 22 მილიონი შემთხვევით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონ“ შტამის გამო, ბოლო პერიოდში გლობალურად, ვირუსის გავრცელების ტემპი გაიზარდა.