ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

„ომიკრონის“ გავრცელების გამო, მსოფლიოში მკვეთრად იზრდება ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი. ახალი შტამი უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაშია დადასტურებული. ამ მიზეზით, მსოფლიოში 6 ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა. ავიაკომპანიების განცხადებით,  ფრენების გაუქმების მიზეზი, პერსონალს შორის ვირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდა გახდა. გასულ დღეს საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 100 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში დღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. ოფიციალური პირების განცხადებით, ინფიცირების რეკორდული ზრდა ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის გავრცელებამ გამოიწვია. მკვეთრად იმატა ინფიცირების შემთხვევებმა იტალიაში, ბრიტანეთსა და პორტუგალიაში. ინდოეთი 3 იანვრიდან კორონავირუსის ვაქცინით 13-დან 18 წლამდე მოზარდების აცრას იწყებს, ხოლო 10 იანვრიდან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების  გამაძლიერებელი დოზით აცრა იგეგმება.