მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 257 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი. ინფიცირების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს, მეორეს – ევროპა. განსაკუთრებით გართულებულია სიტუაცია გერმანიაში, სადაც ზოგიერთ რეგიონში საშობაო ბაზრობების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. შეზღუდვებს ამკაცრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ავსტრიაში, ნიდერლანდებსა და საბერძნეთში ნაწილობრივი ლოკდაუნები ამოქმედდება. ევროპაში ვირუსით ინფიცირების ზრდის გამო, შეშფოთება გამოთქვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც. რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, სასწრაფო ზომების მიღების გარეშე, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მარტამდე შესაძლოა, 500 ათასით გაიზარდოს.