გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გამო, ევროპის ნაწილი რეგულაციებს ამკაცრებს. ნიდერლანდები დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც ზაფხულის მერე ნაწილობრივი კარანტინი ცხადდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამი კვირით ბარები, რესტორნები და პირველადი საჭიროების მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ცენტრი საღამოს შვიდ საათზე დაიხურება. მოქალაქეებს მოუწოდებენ მუშაობა დისტანციურად გააგრძელონ. სკოლები, თეატრები და კინოთეატრები მუშაობას აგრძელებენ. ნიდერლანდებში ბოლო რამდენიმე დღეა ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. რთული ვითარებაა გერმანიაშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 50 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გერმანიაში ვირუსის პრევენციის მიზნით, ზომების გამკაცრების საკითხს განიხილავენ. ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა ბრაზილიაშიც.