ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 193 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში „დელტა“ შტამი მთელ მსოფლიოში დომინანტი გახდება. მონაცემების მიხედვით, ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ევროპის კონტინენტზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო ოთხი კვირაა საგრძნობლად მოიმატა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აიცრან და დაიცვან რეკომენდაციები, ასევე ატარონ პირბადე.