ეპიდემიოლოგიური მონაცემების გაუმჯობესება ვერ ხერხდება.
კორონავირუსი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ტემპით ვრცელდება. გუშინდელთან შედარებით, ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა შემცირდა და 3 141 შეადგინა, თუმცა მიმდინარე კვირის მაჩვენებლები წინა კვირის მონაცემებს მაინც მკვეთრად აჭარბებს. მაღალი რისკის ზონებია თბილისი, აჭარა, იმერეთი. ჰოსპიტალურ სექტორზე გაზრდილი ზეწოლის გამო დამატებითი საწოლების მობილიზება უკვე ყოველდღე ხდება საჭირო. მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ვირუსისგან დაცვის მთავარი წესები მასობრივად ირღვევა, პანდემიის მართვის სახელმწიფო პოლიტიკა ვაქცინაციაზე და აცრილი მოქალაქეების რაოდენობის გაზრდაზე გადის. თუმცა არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ კომენტარს, სადაც მან აცრა დამატებით სარგებლად გამოაცხადა. ეკატერინე ტიკარაძეს დღეს განმარტების გაკეთება დასჭირდა.